ძმისშვილის მკვლელობისთვის დაკავებულის სასამართლო პროცესი

დღეს ძმისშვილის მკვლელობისთვის დაკავებულის სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომაზე აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებენ. დაკავებულს ბრალი ოფიციალურად უკვე წარუდგინეს.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ პუნქტებით წაუყენეს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით.