„ძლიერმა საქართველომ“ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის პარტიული სია წარადგინა
პარტიების საარჩევნო კამპანია „ძლიერმა საქართველომ“ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის პარტიული სია წარადგინა. შემადგენლობა მამუკა ხაზარაძემ დაასახელა. პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: გენო თებიძე, ვაჟა დარჩია, როლანდ შავაძე, ბესიკ შაინიძე, რაულ პაქსაძე. ხაზარაძე ამბობს, რომ გუნდი პროფესიონალიზმისა და ავტორიტეტულობის ნიშნით დააკომპლექტეს, რომელსაც აქვს შესაძლებლობა არსებული ხელისუფლება შეცვალოს.