ძლიერი წვიმის შედეგები

საქართველოში უამინდობით გამოწვეულ პრობლემებს ებრძვიან.

ადიდებული მდინარეები, დატბორილი სახლები და ნაკვეთები. ჩახერგილი გზები და დაზიანებული ინფრასტრუქტურა. უხვი ნალექის გამო ზარალი ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონს მიადგა.

შავი ზღვის სანაპიროზე 4 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი. საგანგებო სიტუაციების სამსახური ყველას აფრთხილებს, დაემორჩილონ აკრძალვას და არ შევიდნენ წყალში.