„ძლიერი საქართველო“ საარჩევნო კამპანიას აგრძელებს.
დღეს გორში კოალიციის გეგმის „ილიას გზა“ პრეზენტაცია გაიმართა. კოალიციის ლიდერებმა ამომრჩევლებს ის 9-პუნქტიანი გეგმა წარუდგინეს, რომლის შესრულებასაც გამარჯვების შემთხვევაში აპირებენ. გორის შემდეგ ლიდერები შეხვედრებს ქარელში, ხაშურსა და კასპში გამართავენ.