„ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ქარელში მიმდინარე საარჩევნო შეხვედრისას გაერთიანების წევრებს „ქართული ოცნების“ წევრები თავს დაესხნენ. ირაკლი კუპრაძის განმარტებით, გამოძიება დაწყებულია 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. კუპრაძე აღნიშნული მუხლის პოლიტიკური ნიშნით ძალადობად გადაკვალიფიცირებას ითხოვს. „ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი ამბობს, რომ მმართველი ძალა ცდილობს ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია რუსეთის მსგავსად წარიმართოს.