„ქართული ოცნების“ განცხადებებს საპარლამენტო არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების თაობაზე, პარტია „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი ეხმაურება. მისი თქმით, მმართველ გუნდს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა სჭირდება, რომ აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა. კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის განმარტებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობა საქართველოს კონსტიტუციით და კანონით უკვე დადასტურებულია და გაუგებარია რა ცვლილებების შეტანა სურს მმართველ პარტიას. „ქართული ოცნების“ დეპუტატები კი ოპოზიციონერი კოლეგების განცხადებას სპეკულაციის მცდელობად აფასებენ.