მოძრაობა „თავისუფლების მოედნისა“ და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი ლევან ცუცქირიძე ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ აფასებს. ცუცქირიძის გაცხადებით, ბიუროს მხრიდან შერჩევითი სამიზნეები არიან ის ადამიანები, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ ქვეყნის დემოკრატიისა და ევროპული მომავლისათვის ბრძოლა. ოპოზიციის უნდობლობა გაუგებარია მმართველი გუნდისთვის. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა ოპოზიციურ პარტიებს ფინანსების გაუმჭვირვალობაში დასდო ბრალი და ანგარიშების წარდგენა მოსთხოვა