ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, კოალიცია „ძლიერი საქართველოსთვის“ ლიდერებთან შეხვედრა გაიმართა. როგორც შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა განაცხადეს, პრეზიდენტი დაინტერესდა, თუ როგორ და რა რეჟიმში მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია. ძლიერი საქართველოს ლიდერების განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს აინტერესებდა თუ როგორ აპირებს შესაძლო გაყალბების დროს ოპოზიცია ხმების დაცვას.