კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები ქუთაისში შშმ პირებს შეხვდნენ. მოითხოვეს მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესება და საზოგადოებრივად აქტიურ ცხოვრებაში ჩართულობის შესაძლებლობა. ბადრი ჯაფარიძის თქმით, საქართველოში მოსახლეობის 10%-ს შშმ პირები შეადგენენ და, შესაბამისად, მათი მოთხოვნები გათვალისწინებული უნდა იყოს. ოპოზიციური პარტიის ლიდერმა შეხვედრაზე მისულ ადამიანებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.