რუსთავში ქვემო ქართლის ამომრჩევლებს შეხვდნენ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრები. მამუკა ხაზარაძემ მოქალაქეებს წინასაარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები და მათი პროგრამა – „ილიას გზა“ გააცნო. მისი თქმით, ოთხ კვირაში მათი ამომრჩეველი გამარჯვებას უნდა ელოდოს. „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა ისაუბრა ეკონომიკურ გეგმაზეც და რუსთავში თავისუფალი, ინდუსტრიული და ინოვაციური ზონის შექმნაზე. აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროპულ მომავალზე.