„ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო კამპანია

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრებმა, სხვადასხვა მედიასაშუალებასთან შეხვედრა გამართეს და ჟურნალისტების კითხვებს უპაუხეს. კითხვა-პასუხის რეჟიმის დაწყებამდე, კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გაერთიანების პრიორიტეტებსა და სამოქმედო გეგმებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, კოალიცია „ძლიერი საქართველო“ არის გაერთიანება, რომელიც წარსულში არ ყოფილა დაკავშირებული არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან. მამუკა ხაზარაძემ აქცენტი გააკეთა, გაერთიანების მიერ მომზადებულ პროგრამაზეც, რომელსაც „ილიას გზა“ ჰქვია. საუბარი შეეხო, კოალიციის საარჩევნო დაპირებებს და პრიორიტეტებს. მედიასთან განცხადებები გააკეთეს, კოალიციის სხვა ლიდერებმაც, რომლებმაც აქცენტი, არჩევნების შემდეგ, კოალიციის მიერ დაგეგმილ ნაბიჯებზე გააკეთეს.