„ძლიერი საქართველოს“ ლიდერი საზოგადოებას მიმართავს.
„რამდენიმე დღეში საქართველოს ექნება შანსი უარი უთხრას ბოლო 12 წლის შეუსრულებელ დაპირებებს. ჩვენ უარი უნდა ვუთხრათ მთავრობას, რომელიც ემსახურება რუსეთს და არა საქართველოს. უარი ვუთხრათ ისეთ მომავალს, რომელშიც უამრავი ქართველი იძულებული იქნება დატოვოს ქვეყანა. ამის ნაცვლად ჩვენ გვაქვს შანსი მხარი დავუჭიროთ სწორ იდეებს – ევროპას, სამუშაო ადგილების შექმნას, მაღალ ხელფასებსა და პენსიებს, პერსპექტივას ახალგაზრდებისთვის და რეალურ, კოალიციურ დემოკრატიას“ – აცხადებს ხაზარაძე.