პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა თბილისის საკრებულოს წინ ვეტერანების მხარდასაჭერი პერფორმანსი გამართეს. ამ ფორმით მათ ვეტერანებისთვის თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში სპეციალური საპარკინგე ადგილების გამოყოფა მოითხოვეს. „ძლიერი საქართველოს“ წევრები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია საქართველომაც გაიზიაროს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დანერგილი პრაქტიკა.