პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან ბრიფინგი გამართა.
მისი განცხადებით, მარეგულირებელი კომისია სატელევიზიო ეთერში პოლიტიკური რეკლამის აკრძალვასთან დაკავშირებით უსამართლო და მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს იღებს. როგორც ელისაშვილი ამბობს, მათი პარტიის საარჩევნო რეკლამა, რომელიც შეიცავდა ბიძინა ივანიშვილის ძველ საარჩევნო დაპირებებს, მარეგულირებელი კომისიის საჩივრის საფუძველზე დღეს სასამართლომ გააუქმა და ტელეკომპანიებს აეკრძალათ რეკლამის განთავსება ეთერში. მისი თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე არ გაჟღერებულა კონკრეტული არგუმენტები, რატომ არის ეს ვიდეორგოლი კანონთან შეუსაბამო.