კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე მოსწავლეების მშობლებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. დოლიძის შეფასებით, განათლება ერთ-ერთი ის საკითხია, სადაც ქვეყანას ყველაზე მეტი პრობლემა აქვს. კოალიციის ლიდერმა სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმართაობისა და კვების პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება.