„სტუდენტური საერთო საცხოვრებლების ხელმისაწვდომობის პრობლემა“ – თემაზე ბაგების სტუდენტურ საცხოვრებელთან ბრიფინგი „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა გამართეს. ლევან ცუცქირიძისა და ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ქვეყნაში 150 000-ზე მეტი სტუდენტია და ფუნქციონირებს მხოლოდ ორი სტუდენტური საცხოვრებელი – დაახლოებით 400 ოთახით. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განმარტებით, აღნიშნული სტატისტიკა ხაზს უსვამს სტუდენტებისთვის მეტი საცხოვრებლის კრიტიკულ საჭიროებას.