„ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე სადისტრიბუციო კომპანია „მეგაკოს“ თანამშრომლებს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა „ძლიერი საქართველოს“ ეკონომიკური პროგრამა იყო, რომელიც 200 000 სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს. მამუკა ხაზარაძემ დისტრიბუციის თანამშრომლებთან შეხვედრისას ივანიშვილის შეუსრულებელი დაპირებებიც გაიხსენა და განაცხადა, რომ ხელისუფლებიდან „ქართული ოცნების“ წასვლის შემდეგ, საქართველოს მეტი სამუშაო ადგილით ბევრად ძლიერი ეკონომიკა ექნება.