დოკუმენტის მიხედვით საუბნო საარჩევნო კომისიებში ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ჩატარდება. „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა განაცხადა, რომ ცესკო „ქართული ოცნებისთვის“ სასარგებლო დადგენილებებს იღებს. სიორიძე ამ გადაწყვეტილებაში ზეწოლისა და ზეგავლენის საფრთხეს ხედავს. მისივე თქმით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამ დადგენილების მიღების სამართლებრივი უფლება არ ჰქონდა. ცესკო-ში აცხადებენ, რომ ეს დადგენილება ხელს შეუწყობს საარჩევნო უბნების დროულ მომზადებას. ისინი კატეგორიულად უარყოფენ და უსაფუძვლოს უწოდებენ ზეწოლისა და ზეგავლენის შესახებ ბრალდებებს.