ერთი ოქროს და სამი ვერცხლის მედლით დაბრუნდა ოლიმპიადიდან სამშობლოში ძიუდოისტთა ნაკრები. ქართველ სპორტსმენებს საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ. განსაკუთრებული ოვაციები ამჯერადაც 21 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა– ლაშა ბექაურმა მიიღო. ნაკრების ასპარეზობა ძიუდოში საუკეთესო შედეგია. საქართველოს ნაკრები ვაჟთა გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ შვიდი წონითი კატეგორიიდან ექვსში, ქართველმა ძიუდოისტებმა ნახევარფინალში იჭიდავეს, ხოლო ერთი ძიუდოისტი მეშვიდე ადგილზე გავიდა. ასევე, ისტორიაში პირველად, ოლიმპიურ თამაშებზე მეხუთე ადგილი დაიკავა ქალმა ძიუდოისტმა.