ქალაქ ლიეჟში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს შორის იყო გიორგი სამუშია, რომელიც გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. გუშინდელი შეხვედრის შემდეგ ის ბელგიაში მყოფი „მოამბის“ ჟურნალისტების მიმართ სოციალურ ქსელში მუქარისშემცველ კომენტარებს წერს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი 2015 წელს მოქალაქეების თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.
პროკურატურის ვერსიით, სამუშიამ მეგის ქარდავას დავალებით ერთ-ერთი მოქალაქე აიძულა, ზუგდიდში ტერორისტული აქტის მოწყობა ეღიარებინა, უარის შემდეგ კი მითითებული პირი აწამეს.
ნოდარ ჩაჩუა არკვევდა, როგორ მოახერხა წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაშვებულმა სამუშიამ საზღვრის გადაკვეთა და ბელგიაში ჩასვლა მაშინ, როცა სასამართლოს გადაწყვეტილებით მას პასპორტი ჩამორთმეული უნდა ჰქონოდა.