ქართველი ძალოსნების წარმატება ირანში. ქალაქ ახვაზში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის კალენდრით იყო გათვალისწინებული, საქართველოს ეროვნული ნაკრები სულ 2 სპორტსმენით იყო წარდგენილი.
69 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გოგა ჩხეიძემ 3 დისციპლინაში, ატაცში, აკვრასა და ორჭიდში ოქროს მედლები მოიპოვა. ოქროს 3 მედალთან ერთად აბსოლუტური ჩემპიონის ტიტული მძიმე წონაში გიორგი ჩხეიძემ დაისაკუთრა.
ქართველი ძალოსნები მარტის ბოლოს რუმინეთში ევროპის ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.