მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია

ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა დღეს ბათუმში.

წიგნის სახელწოდებაა „ძალის გამოღვიძება – ჩემი გზავნილი ახალი თაობის ლიდერებისთვის“. პრეზენტაციას ექს-პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია, ასევე პარტიის ცენტრალური და ადგილობრივი ლიდერები ესწრებოდნენ.