ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების საქმის განხილვა

ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებულ სამართალდამცველს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდების მხარის ინფორმაციით, საქმეში არსებობს დაკავებულის აღიარება, რომელიც ფარული მიყურადებით არის ჩაწერილი. პროკურორის ინფორმაციით, დაკავებული ამბობს, რომ მან ემოცია ვერ მოთოკა და ამიტომ მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდა.

დაცვის მხარე სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, თუმცა გასაჩივრების საკითხს ხვალ დაკავებულთან შეხვედრის შემდეგ გადაწყვეტს.

საქალაქო სასამართლო დღეს აქციის დაკავებული მონაწილის აღკვეთის ღონისძიების საქმესაც განიხილავს.