თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ ყოფილი ტელეწამყვანი ლაშა ნაკაიძე კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სხდომაზე აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა. დაცვის მხარის მოთხოვნა პატიმრობის გირაოთი შეცვლა იყო, ბრალდების მხარე კი პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა. დაცვის მხარემ პროცესზე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის საფუძველზე, გაუპატიურების მუხლის მოხსნის შუამდგომლობას დააყენა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ბრალდებული ლაშა ნაკაიძის საქმე არსებითად განხილვას გადაეცა. სახელმწიფო ბრალდება ლაშა ნაკაიძეს გაუპატიურებას, ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას ედავება, რაც 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.