მაშინ როდესაც უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილის მთავარი გზავნილი ოპოზიციური ერთობის შენარჩუნებაა, ეჭვქვეშ დგება იმ გაერთიანების მომავალი, სადაც სააკაშვილის მიერ დაფუძნებული პარტიაც შედის.
2018 წლის ივლისში შექმნილი „ძალა ერთობაშია“ შესაძლოა დაიშალოს. ეს ვარაუდი გიორგი ვაშაძის განცხადებამაც გაამყარა, რომლის მიხედვით გაერთიანებაში შემავალი ყველაზე მსხვილი პარტია, ანუ „ნაციონალური მოძრაობა“ ,,ძალა ერთობაშია“-ს რიგებიდან შესაძლოა გავიდეს. ეჭვებს აძლიერებს ის გარემოებაც, რომ პარტიის ლიდერები საარჩევნო სტრატეგიაზე სამსჯელოდ გაერთიანების ბოლო ორ შეხვედრას აღარ დასწრებიან. შესაბამისად, უპასუხოდ რჩება კითხვა, რა ფორმით მიიღებს გაერთიანებაში შემავალი 11 სუბიექტი პროპორციულ არჩევნებში მონაწილეობას – ერთად თუ ცალ-ცალკე.
ამ კითხვაზე პასუხის მიღებას ლიკა ალელიშვილი შეეცადა.