„ძალა ერთობაშია“ ცესკო-ს ნეპოტიზმში ადანაშაულებს

სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ ცესკო-ს ნეპოტიზმში ადანაშაულებს და საუბნო საარჩევნო კომისიებში პოლიტიკური ნიშნით არჩეულ წევრთა შესახებ ინფორმაციას ასაჯაროებს. გიორგი ვაშაძის განცხადებით, საუბარია გამოვლენილ 73 შემთხვევაზე, როდესაც წევრები არა პროფესიული ნიშნით, არამედ მმართველ პარტიასთან მათი ახლობლობის გამო შეარჩიეს და ძალოვანი უწყებების თანამშრომელთა ოჯახის წევრები დანიშნეს.

საია-ში აღნიშნულს კანონდარღვევად არ მიიჩნევენ. ვაშაძეს გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე და სიცრუეში დაადანაშაულა.