ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ აუდიტის სამსახურს მიმართავს. გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, წინასაარჩევნოდ სოციალურ ქსელში ყალბი პირადი გვერდებით, ე.წ. ფეიქი ნიუსები ვრცელდება.
ვაშაძე გაყალბებული ინფორმაციის გავრცელებაში ხელისუფლებას ადანაშაულებს, რადგან მისი თქმით, ამ ინფორმაციას ყველაზე ხშირად თანამდებობის პირები აზიარებენ.
ოპოზიციური გაერთიანება მიმართავს აუდიტის სამსახურს, აწარმოონ წინასაარჩევნო პროცესში ყველა დანახარჯის მონიტორინგი, რადგან ვაშაძის თქმით, სწორედ აღნიშნული თანხებით ხდება აღნიშნული ე.წ. ფეიქი ნიუსების გარეკლამება.
ოპოზიციური გაერთიანება გეგმავს ამ საკითხზე ინფორმაცია მიაწოდოს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს.