„პირველი ქალი პრეზიდენტის არჩევით ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა, რომელიც პრეზიდენტის როლს ცერემონიალურ ფუნქციას ანიჭებს“,- ვკითხულობთ „დოიჩე ველეს“ სტატიაში.
ზურაბიშვილმა მის საინაუგურაციო სიტყვაში განაცხადა, რომ გამოიყენებს მის გამოცდილებას ფრანგული დიპლომატიური სამსახურიდან და საქართველოს საგარეო მინისტრობიდან, რათა ხელი შეუწყოს მისი ქვეყნის მისწრაფებას ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებისკენ.
„ჩემი პრეზიდენტობის მიზანია, შეუქცევადი გავხადო საქართველოს დემოკრატიული განვითარება და მისი გზა ევროპისკენ“, – მოჰყავს სალომე ზურაბიშვილის ციტატა „დოიჩე ველეს“.