DW-ს ჟურნალისტის კითხვები და მიხეილ სააკაშვილის პასუხები გირგვლიანის საქმეზე
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულები მან სხვა 143 ძალოვანთან ერთად შეიწყალა. ამის შესახებ განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში გააკეთა.
გადაცემა Conflict Zone-ის წამყვანმა სებასტიანმა სააკაშვილს გირგვლიანის საქმეზე არაერთი კრიტიკული კითხვა დაუსვა.
DW-ს ჟურნალისტის თქმით, ამ საქმეში დღემდე რჩება გაურკვევლობა და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მიხეილ სააკაშვილმა მტკიცებულებების დამალვას ხელი შეუწყო და სამართლიანობის აღსრულებას ხელი შეუშალა. ჟურნალისტის კითხვები ასევე ეხებოდა სააკაშვილის ხელისუფლების დროს აღმოჩენილ ფარული ვიდეოჩანაწერების არქივს და ყოფილი პრეზიდენტის მმართველობის ბოლო წლებს