„DUNE 2“ - მზადება მსოფლიო პრემიერისთვის

პირველ მარტს რეჟისორ დენი ვილნევის გახმაურებული ფილმის „დიუნის“ მეორე ნაწილი მსოფლიო ეკრანებზე გამოვა. პრემიერამდე კი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში დახურული ჩვენებები იმართება. ცოტა ხნის წინ ლონდონში „დიუნის“ მეორე ნაწილის პრემიერა შედგა, რომელსაც ფილმში მონაწილე მსახიობებთან ერთად, პრესის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ტრადიციულად, პრემიერის დაწყებამდე ვარსკვლავებმა წითელ ხალიჩაზე გაიარეს და ფოტოგრაფების წინაშე იპოზიორეს. ფილმთან ერთად, ვარსკვლავების ჩაცმულობასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.