დროებითი ზავის მეოთხე დღე

დღეს ოთხდღიანი ზავის ბოლო დღეა. უახლოეს საათებში „ჰამასმა“ ამჯერად 11 მძევალი უნდა გაათავისუფლოს, ისრაელმა კი ციხიდან პალესტინის 33 მოქალაქე გაუშვას.

ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებები არ განახლებულა, თუმცა ტყვეების და პატიმრების გაცვლის პროცესი შეფერხდა. დროებითი ზავის ვადის ამოწურვამდე საათები რჩება. არსებობს სრულმასშტაბიანი ომის გაგრძელების შესაძლებლობა. კონფლიქტის შუამავლები ზავის გახანგრძლივებას ცდილობენ, რისთვისაც დიპლომატიური ძალისხმევა ძლიერდება. ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ ზავის პერიოდი კიდევ ორი დღით გაგრძელდება. შედეგად ტყვეობაში მყოფი ისრაელის კიდევ 20 მოქალაქის და 60 პალესტინელი დაკავებულის გათავისუფლება იგეგმება.