დროებითი ზავი დღესაც შენარჩუნდა.
„ჰამასის“ ტყვეობიდან კიდევ ორი მძევალი გათავისუფლდა. უახლოეს საათებში რვა მოქალაქის გამოშვებას ელოდებიან, რადგან ზავის ყოველი ერთი დღით გახანგრძლივება 10 მძევლის თავისუფლებას ნიშნავს. სანაცვლოდ ისრაელი დღეში 30 პალესტინელ პატიმარს უშვებს. ბოლო მონაცემებით, ღაზის სექტორში ტყვეობაში ისრაელის 150-მდე მოქალაქე რჩება. ამიტომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დადებული დროებითი ზავის გახანგრძლივება საერთაშორისო საზოგადოების მთავარი ამოცანაა. ამ მიზნით დიპლომატიური ძალისხმევა სულ უფრო ძლიერდება. თუმცა, იერუსალიმში დღეს მომხდარმა თავდასხმამ მოლაპარაკებების პროცესს საფრთხე შეუქმნა.