საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია დიპლომატიურ კორპუსსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს დღეს შეხვდება. ამასთან, კომისია არჩევნებზე დაფიქსირებულ შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, პროკურატურისგან და ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან დეტალური ინფორმაციას ელოდება. ამის შემდეგ, ცალკეულ საარჩევნო უბნებში ბიულეტენები პირდაპირ ეთერში ხელახლა გადაითვლება. ოპოზიციის ნაწილი არ გამორიცხავს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, კომისია თავად შექმნან. უმრავლესობისათვის კი, ოპონენტების ეს დამოკიდებულება გაუგებარია.
მოამბე