საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის ოთხი წევრის ვინაობა ცნობილია.
კომისიის წევრები მმართველი გუნდიდან გივი მიქანაძე და ალუდა ღუდუშაური იქნებიან, ხოლო „ევროპელი სოციალისტებიდან“ დავით ზილფიმიანი და ფრიდონ ინჯია. კომისია გასულ კვირას შეიქმნა. მას საქმიანობისთვის სამი თვე ექნება. მმართველი გუნდი ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, კომისიის მუშაობაში ჩაერთონ და საკუთარი მტკიცებულებები წარადგინონ. პარტია მოქალაქეების წარმომადგენლები კომისიაში ჩართვის წინააღმდეგნი არ არიან, თუმცა წინაპირობად კომისიაში იმ პარტიების ჩართვას აყენებენ, რომელთაც საარჩევნო უბნებზე საკუთარი წარმომადგენლები ყავდათ და ფლობენ ინფორმაციას დარღვევების შესახებ.