დრამატურგიის საავტორო ფესტივალი

თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი „დრამატურგიის საავტორო ფესტივალს“ მასპინძლობს. ფესტივალის პირველი დღე დრამატურგ და მწერალ თამარ ბერთაია პიესის „კაბა“ თეატრალური კითხვით გაიხსნა. ფესტივალზე მაყურებელი ათი ცნობილი ქართველი დრამატურგის შემოქმედებას გაეცნობა. ჩატარდა ესეების კონკურსიც. გამარჯვებული ავტორი დღეს, დასკვნით ღონისძიებაზე დასახელდება.