#დოსიე „თქვენ გითვალთვალებენ, მოქალაქეების კონტროლი“

არასდროს ისეთი ინტენსიური არ ყოფილა ჩვენი ცხოვრებისა და ქცევის კონტროლი, ანალიზი, როგორც უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში.

არნახულმა, რევოლუციურმა ტექნოლოგიურმა გარღვევამ ძირფესვიანად შეცვალა ჩვენი ცხოვრების ჩვეული რიტმი და ჩვევები.

მიზნობრივი თვალთვალი ისე სწრაფად ტრანსფორმირდა პლანეტარული მასშტაბის მასობრივ თვალთვალად, რომ დღეს ძნელი სათქმელია, დარჩა თუ არა კიდევ სივრცე ჩვენს ცხოვრებაში, რომელიც უთვალავი კამერის, ინტერნეტქსელების გიგანტებისა და მათი პარტნიორების, სხვადასხვა კომერციული, პოლიტიკური თუ უშიშროების სამსახურების კონტროლს არ ექვემდებარება.

ალექსანდრ ვალენტის დოკუმენტური ფილმი „თქვენ გითვალთვალებენ, მოქალაქეების კონტროლი“ –  პაატა ქურდაძის საავტორო გადაცემაში „დოსიე“

დოსიე