#დოსიე „რასობრივი ჰიგიენა“
  • ევგენიზმი, ადამიანის ხელოვნური ევოლუციის ფსევდომეცნიერული დისციპლინა, რომელიც XIX საუკუნის დასასრულს ევროპაში დაიბადა და აკადემიურ წრეებში საკმაოდ ფართო ინტერესი გამოიწვია.
  • მის ამოცანას წარმოადგენდა გენეტიკურად გავრცელებადი პათოლოგიების კონტროლი სტერილიზაციის გზით და შესაბამისად, ადამიანის რასის გაუმჯობესება.
  • ნაციზმის წლებში ევგენიზმი რასობრივ ჰიგიენად ჩამოყალიბდა, მისი მსხვერპლი ჯერ ათიათასობით ავადმყოფი და სუსტი ადამიანი გახდა, მოგვიანებით კი ნაცისტი იდეოლოგების მიერ ქვერასებად შერაცხული ებრაელები და ბოშები.
  • სამწუხაროდ, ბევრ დასავლურ დემოკრატიულ ქვეყანაში ამ არაადმიანურმა ფსევდომეცნიერულმა დისციპლინამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც გააგრძელა არსებობა.
  • გიომ დრეიფუსის დოკუმენტური ფილმი „რასობრივი ჰიგიენა“, პაატა ქურდაძის საავტორო გადაცემაში „დოსიე“ – სტუმარი: დავით ანდრიაძე, ფილოსოფოსი

დოსიე