#დოსიე „კუ კლუქს კლანი. ამერიკული ისტორია“

1865 წელი. სამოქალაქო ომი სამხრეთ და ჩრდილოეთ შტატებს შორის, ამერიკის გაერთიანებით და მონათმფლობელობის გაუქმებით დასრულდა, თუმცა ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეს დაიწყო არანაკლებ საშიში მოვლენა – რასიზმი, რომელმაც კაცობრიობა ნაციზმამდე, მეორე მსოფლიო ომამდე და ჰოლოკოსტამდე მიიყვანა.

რასიზმის ისტორიას ლაიტმოტივად გასდევს სამოქალაქო ომის დამთავრებისთანავე შექმნილი ათასობით სისხლიანი აქტის ავტორი ტერორისტული ორგანიზაციის, „კუ კლუქს კლანის“ ისტორია.

1964 წელს შეერთებულ შტატებში სეგრეგაციის აკრძალვის მიუხედავად, გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოში, სხვა ნეონაცისტურ, ფაშისტურ და ულტრამემარჯვენე ძალებთან ერთად, „კუ-კლუქს-კლანი“ დღესაც ლეგალურად არსებობს, თუმცა მარგინალური და დასუსტებული სახით.

დევიდ კორნ ბრზოზას დოკუმენტური ფილმი „კუ კლუქს კლანი. ამერიკული ისტორია“, პაატა ქურდაძის საავტორო გადაცემაში „დოსიე“

ფილმის სანახავად გადადით შემდეგ ბმულზე

დოსიე

  

 

დატოვე კომენტარი