#დოსიე „მე შენი ზანგი არა ვარ“

1964 წლის 2 ივლისი, შეერთებული შტატების კონგრესმა ხმა მისცა დემოკრატი პრეზიდენტის, ლინდონ ჯონსონის მიერ ინიცირებულ სამოქალაქო უფლებების აქტს, რომელმაც წერტილი დაუსვა კანის ფერის, რასის, რელიგიის, ეროვნული კუთვნილებისა და სექსუალური ორიენტაციის მიხედვით ადამიანთა სეგრეგაციასა და დისკრიმინაციას.

რამდენად ასახავდა კანონი სამოციანი წლების ამერიკულ რეალობას?

ხუთი წლის განმავლობაში აფროამერიკელთა უფლებებისათვის მებრძოლი სამი ლიდერის, მედგარ ევერსის, მალქოლმ იქსის და მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობამ მანიფესტაციების, აგრესიის დიდი ტალღა გამოიწვია და მთელ თაობას დაასვა დაღი.

გასული საუკუნის გამოჩენილი აფროამერიკელი მწერალი და რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ მებრძოლი ჯეიმს ბალდუინი დღემდე მტკივნეული პრობლემის შესახებ.

ჰაიტიელი რეჟისორის, რაულ პაკის გახმაურებული დოკუმენტური ფილმი „მე შენი ზანგი არა ვარ“ პაატა ქურდაძის საავტორო გადაცემაში „დოსიე“

დოსიე