#დოსიე „ბოშები, არაფრით განსხვავებული მოქალაქეები“

2004-2013 წლებში, ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოვებამ და ახალ წევრ ქვეყნებთან თავისუფალი მიმოსვლის უფლებამ, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ემიგრაციის ახალი ტალღა წარმოშვა. მათ შორის ტრადიციულად ყველაზე პრობლემატურად მიჩნეული, უამრავი უარყოფითი სტერეოტიპის მსხვერპლი და ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე მარგინალიზებული მოგზაური ხალხის – ბოშების.

დღეს ისინი ყველაზე დიდ ეთნიკურ უმცირესობას და კვლავ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენენ გაერთიანებული ევროპისათვის, რომელიც მილიარდობით ევროს ხარჯავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

ვინ არიან ჩვენი ეპოქის ბოშები? როგორია მათი ყოფა ადამიანის უფლებების კონტინენტზე? რამდენად მოხერხდა მათი ინტეგრირება განვითარებული დემოკრატიის საზოგადოებებში?

სამუელ ლაჟუს დოკუმენტური ფილმი „ბოშები, არაფრით განსხვავებული მოქალაქეები“, პაატა ქურდაძის საავტორო გადაცემაში „დოსიე“.

დოსიე