#დოსიე „39-45 წლები. ცხოველები ომში“
მეორე მსოფლიო ომი. ყველაზე გამანადგურებელი ომი კაცობრიობის ისტორიაში, რომელმაც 40 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, თუმცა არა მარტო ადამიანის.
დედამიწის ცხოველთა პოპულაციამ თავისი ხარკი გაიღო ამ მასობრივ ხოცვა ჟლეტაში – ძაღლები, ცხენები, სპილოები, მტრედები…
ჯარისკაცების საუკეთესო მეგობრები ყველა ფრონტზე. ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე, დასავლეთიდან აღმოსავლეთამდე, ისინი ადამიანების გვერდით იბრძოდნენ, ეხმარებოდნენ, იხოცებოდნენ, ასიათასობით, მილიონობით…
თუმცა ომის მსხვერპლად მათ არავინ მიიჩნევდა და არც ითვლიდა.
ჟან კრისტოფ როზეს დოკუმენტური ფილმი „39-45 წლები. ცხოველები ომში“ პაატა ქურდაძის საავტორო გადაცემაში „დოსიე“
დოსიე