დონორთა კონფერენცია უკრაინისთვის.
ამ ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოს პრემიერ-მინისტრი პოლონეთში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინისთვის გაერთიანებულ დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც პოლონეთისა და შვედეთის პრემიერ-მინისტრები, ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან პარტნიორობით ერთობლივად უმასპინძლებენ. პრემიერ-მინისტრი კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ საქველმოქმედო სესიაში მიიღებს მონაწილეობას.