დონალდ ტრამპზე თავდასხმას ეხმაურებიან საქართველოშიც. სალომე ზურაბიშვილი განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს და მომხდარის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. „ღრმად შოკირებული ვარ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმით. პოლიტიკური ძალადობა სავალალოა და დემოკრატიაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს. პრეზიდენტ ტრამპს და ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და ვუსამძიმრებ ამ თავდასხმის დროს დაღუპულის ოჯახს.“ -წერს საქართველოს პრეზიდენტი.