დონალდ ტრამპს ბრალს წაუყენებენ

მანჰეტენის ნაფიც მსაჯულთა დიდი კოლეგიის გადაწყვეტილებით, უახლოეს დღეებში აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ბრალდების წარსადგენად სასამართლოში დაიბარებენ.

თეთრი სახლის ყოფილ ლიდერს 2016 წლის საარჩევნო კამპანიის დროინდელ ქმედებას ედავებიან. საქმის მასალების მიხედვით, ტრამპმა პორნო-მსახიობს მასთან სავარაუდო ურთიერთობის დაფარვის მიზნით 130 000 დოლარი გადაუხადა. ამერიკის ექს-პრეზიდენტი, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება, ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და მანჰეტენის პროკურორს პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს.