დონალდ ტრამპი ხელისუფლების გადაცემას დაწყებას დათანხმდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ფედერალურმა სააგენტომ, რომელიც ხელისუფლების გადაცემის პროცესს უძღვება, „ყველაფერი უნდა გააკეთოს, რაც გასაკეთებელია“. მიუხედავად ამისა, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ბრძოლას აგრძელებს და გამარჯვებაში დარწმუნებულია.