ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკის გამო, კრიტიკული განწყობა დღითიდღე იზრდება.
აშშ-ის გენერალური პროკურორის მიერ დაანონსებული „ნულოვანი ტოლერანტობა“ არალეგალი მიგრანტების მიმართ დემოკრატებსა და რესპუბლიკელების ნაწილში აღშფოთებას იწვევს. ამ კანონის თანახმად, ამერიკა-მექსიკის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის მიგრანტს დაპატიმრება ემუქრება, მის თანმხლებ ბავშვს კი სპეციალურ თავშესაფარში ათავსებენ.
როგორც გამოკითხვებით ირკვევა, მიგრანტების ე.წ. განცალკევების პოლიტიკას რესპუბლიკელების 58 % ემხრობა. ტრამპი ამ კანონის ხარვეზებში დემოკრატებს ადანაშაულებს, თავად დემოკრატები კი თითს პრეზიდენტისკენ იშვერენ.