დონალდ ტრამპის მუქარა

იერუსალიმის სტატუსზე გაერო-ში დაგეგმილი კენჭისყრის წინ დონალდ ტრამპი იმ ქვეყნებს დაემუქრა, რომლებიც ხმას აშშ-ის წინააღმდეგ მისცემენ. პრეზიდენტის განცხადებით, ის ამ ქვეყნებს დაფინანსებას შეუწყვეტს.

გაერო-ს უშიშროების საბჭოზე კენჭი უყარეს რეზოლუციას, რომელშიც წმინდა ქალაქის სტატუსის შეცვლა უკანონოდ უნდა გამოცხადებულიყო.

დოკუმენტს მხარი საბჭოს 14-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო აშშ-ი, რომელიც ვეტოს უფლებით სარგებლობს. ამის გამო გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომა დაინიშნა, რომელზეც იგივე რეზოლუციას 193 ქვეყანა უყრის კენჭს.