დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი არ შედგა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა დონალდ ტრამპი უდანაშაულოდ ცნო და მისი იმპიჩმენტი არ შედგა. ყოფილი პრეზიდენტის იმპიჩმენტითვის საჭირო იყო 67 კონგრესმენის და მათ შორის 17 „რესპუბლიკელის“ ხმა, თუმცა კენჭისყრის შედეგად ტრამპი დამნაშავედ 57 კანონმდებლებმა ცნო, 43 კი, წინააღმდეგ წავიდა.  6 იანვარს კაპიტოლიუმში მისი მომხრეების შეჭრის გამო, დონალდ ტრამპს ამბოხის წაქეზებაში სდებდნენ ბრალს. კენჭისყრის შემდეგ, სენატში „რესპუბლიკელების“ ლიდერმა განაცხადა, რომ ტრამპი მორალურად და პრაქტიკულად დამნაშავეა 6 იანვარს მოვლენებში, თუმცა ის პრეზიდენტი აღარ არის ამიტომ, მისი იმპიჩმენტი არაკონსტიტუციური იქნებოდა. „დემოკრატების“ ლიდერმა ჩაკ შუმერმა განცხადა, რომ ტრამპის უდანაშაულოდ გამოცხადება ქვეყნის ისტორიაში სამარცხვინო დღედ შევა. ამერიკის ისტორიაში ტრამპი პირველი პრეზიდენტია, რომელსაც წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადა.

მოამბე