დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი

შეერთებული შტატების სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დღეიდან იწყება. ოთხსაათიანი დებატების შემდეგ, კენჭისყრა გაიმართება, რომლითაც პროცედურის კონსტიტუციურობა უნდა დადგინდეს. ამის შემდეგ ორივე მხარეს პრეზენტაციისთვის 16 საათი ეძლევა. ორი საათი განკუთვნილია სენატორების კითხვებისთვის. ტრამპის დამნაშავედ ცნობისთვის სენატორთა 2/3-ის ხმაა საჭირო. სენატმა ტრამპის ბრალეულობა უნდა განსაზღვროს „ამბოხის წახალისებაში“, რომლის შედეგადაც 6 იანვარს, მისი მხარდამჭერები კონგრესის შენობაში შტურმით შეიჭრნენ, შედეგად კი ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. დონალდ ტრამპი გახდა პირველი პრეზიდენტი, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს. ტრამპისთვის სენატში იმპიჩმენტის გამოცხადების შემთხვევაში, სენატი კენჭს უყრის საკითხს, რომლის მიხედვით, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს მომავალში სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აეკრძალება.

მოამბე