დონალდ ტრამპის განცხადება

დონალდ ტრამპის განცხადებით – აშშ-ის მიერ ლიკვიდირებული ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი მონსტრი იყო, რომელიც აშშ-მა მოკლა და უამრავი ადამიანის სიცოცხლე იხსნა.

მისივე თქმით, აშშ-მა სოლეიმანის ლიკვიდაცია მის მიერ ამერიკელებზე მოწყობილი თავდასხმის შემდეგ გადაწყვიტა. ტრამპის განცხადებით, ერთადერთი, ვისაც სოლეიმანის ლიკვიდაციის შესახებ შენიშვნა აქვს, „პრეზიდენტობის მსურველი პოლიტიკოსები არიან“. ტრამპის თქმით, უახლოეს დღეებში კონგრესმენები ირანელი გენერლის მიერ დაგეგმილი თავდასხმის შესახებ დამატებით ინფორმაციას მიიღებენ.